შენ ბავშვის ღიმილით დადიხარ ბავშვი
და სადაც გაივლი, კარგად გაივლი,
მარჯვენა ხელში გიხდება ვაშლი
და თმებში ყვავილი.
შედგები ფერმკრთალი თვალებს აცეცებ
და იშვიათად დაიწყებ სიცილს,
როგორი კარგი ხარ, შენ თითქოს არც იცი,
ეს ნიშნავს, ნამდვილად იცი.
მე დედამიწაზე დავდივარ მდუმარედ,
ხან ხალისიანიც დავდივარ,
მე თითქოს არ ვიცი - მიყვარხარ თუ არა,
ეს ნიშნავს - მიყვარხარ ნამდვილად.