ამას ვინ წარმოიდგენდა: შეიარაღებული თავდასხმა
მშვენიერ ქალაქზე. ათასობით მძევალი ადამიანი
გარინდებულა მაშინ როდესაც მზე ამოიწვერა.
ხელუხლებელია საუზმე სახლების მაგიდებზე,
ერბოკვერცხი, გამხმარი პური, აუდუღებელი
ჩაი. თანამგზავრი გარს უვლის დედამიწას
მუდმივ უკაცრიელ ღამეში,
მაგიდის კუთხეში ბუზი კრემს ისვამს ხელებზე და იყურება შორს,
შორს აბაზანიდან გამოდის ქალი,
თავზე პირსახოცმოხვეული.
მძევალნი, თვალახვეულნი
ვარსკვლავებს ხედავენ. მათ შორის
არის რამდენიმე ძაღლი,
ორი ნათურა ბჟუტავს მზის შუქზე,
რომელიც აღარავის ახსოვს რომ ჩართულია.