Litclub.ge

* * * ქვები ცისკენ აფრინდა
ქვები ცისკენ აფრინდა, მათ ეს
ქვები დააყარეს ამ კაცს, ჯერ
ურტყამდნენ წიხლებს, მეზობლებმა
ფანჯრებს ფარდები ჩამოაფარეს,
მერე დანები მოიმარჯვეს,
პირუტყვები გაშეშებულნი
შეჰყურებდნენ ადამიანებს,
მათი სისხლიანი თვალები,
სისხლიანი ხელები კაცმა სახეზე
აიფარა, თითებს შორის გამოჩნდა
მზე. ეს მზე ამ კაცის აღარ იყო.
სოფელში იდგა კვამლი,
ვიღაცის სახლი იწვოდა განაპირას მდგარი,
მთებს ღრუბლებმა სწრაფად გადაუფრინეს
და მერე დაღამდა კიდეც,
ამ კაცის გარეშე.