წარმოიდგინეთ სიმარტოვე,
სიცივე,
ღამე,
ნავთქურის ახლოს მთვლემარე კატა
და კალენდარი შარშანდელი
(თუ უფრო ძველი),
ნოტების წიგნით გამართული
მაგიდის ფეხი.
როცა მარხავდნენ ჩემს მეგობარს,
ცალკე, კუთხეში,
მეგობრის დედა ფლეიტაზე უკრავდა ჩუმად...
გარეთ კი წვიმდა...
ღია კარში მოჩანდა ქუჩა...