Litclub.ge

სონეტი
მე ეს მხვდა წილად - გავურბოდე თავსა და მილეთს
და ცხადად ვგრძნობდე, აფრასავით გაშლილი სიო
როგორ მიაფრენს ზღვის ტალღებში მანკიერ ხმელეთს.
მე ეს მხვდა წილად - თოლიების ვუსმინო წიოკს
და დავაკვირდე, არემარე, რომელიც მილეწ-
მოლეწა ქარმა, რანაირად წარმოთქვამს: „ვძრწი"-ო.

მე ეს მხვდა წილად - სიჩუმეში თამბაქო ვწიო
და შენ გიცქირო, თვით მიცქერი სანამ, და მერეც.

მე სინამდვილე არც მახარებს და არც მაღონებს.
გულს არ გიჩუყებ და არ მივდევ დაძრულ ვაგონებს,
თუმცაღა გრძნობა მეტისმეტად მაწვება ყელში.
ვაგზლის ცივ მერხზე მოვთავსდები და ზოგ უზაკველ
ფიქრს გავამჟღავნებ გვერდით მჯდომთან ვინმესთან, ელჩი
სულ სხვა ქვეყნისა, რომ არაა არც ერთ რუკაზე.

2005