Litclub.ge

მთა-ბარი
მე ბარიც მიყვარს, მთაც მიყვარს,
მეცხრე ცაზე რომ ამიყვანს,
ლექსების ზღვაში გარეულს
ნაპირზე რომ არ გამრიყავს.
მე ბარიც მინდა, მთაც მინდა,
ბარიც წმინდა და მთაც წმინდა,
როგორიც არის თბილისი,
როგორიც არის მთაწმინდა.
მე ბარელიც ვარ, მთიელიც
და ვიღაც გადამთიელიც,
სუყველგან ჩემი კუთხეა,
სადაც სიყვარულს მიველი
მთიელსაც ვეტრფი, ბარელსაც
და ერთსაც ვიტყვი ბარევალ,
ნეტავ, ეღირსოს ჩემს სულსა
საქართველოსთვის დალევა.