Litclub.ge

მონატრებასავით
შენ იცნობ ქუჩას, ტროტუარს, სახლებს,
შენა ხარ მორცხვი და თან თავხედი,
შენ გადაუყრი ნარჩენებს ძაღლებს,
გაჩერდები და იტყვი, წახვედი!..
ნახევრად ჩამქრალ უყურებ ფანჯრებს,
და ასეთ ყოფნას ალბათ აიტან,
არ შეგიძლია არსად რომ დარჩე,
რადგან მოხვედი სულ არსაიდან.
და ვერ გაიგე რატომ ან როგორ,
გემი მიდის და ნაპირს გაშორებს,
შენც ეთხოვები პატარა გოგოს,
როგორც ბავშვობის სათამაშოებს.