ფსკერზე
დახეტიალობენ ნიჟარასხმული ადამიანები
და მზერას აპარებენ ზეცისაკენ,
იქ, სადაც დაცურავენ
სუპერტანკერების, იახტების, აუზებითა და კაზინოებით კეთილმოწყობილი
მრავალგემბანიანი თეთრი სასტუმროების მუქი ძირები
და ყველანი ელიან
როდის დაეშვება მათთან აკვალანგიანი ღმერთი.