ჰანს ვერნერ ჰენცეს არიოზოს ეპოქიდან
აღარ იქნება აღარაფერი.
არც აღარასდროს გაზაფხულდება.
ამას მეტყველებს ქორონიკონი.
თავად ზაფხული და ყველაფერი, რასაც ესოდენ
მშვენიერი სახელი ჰქვია – საზაფხულო –
აღარ დადგება.
არ ხამს ტირილი,
ამბობს მუსიკა.
აღარას
ამბობს
სხვა
აღარავინ.