Litclub.ge

* * * საკუთარი თავის მოხვეჭა (მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი)
საკუთარი თავის მოხვეჭა - წაგება.
საკუთარი თავის დაკარგვა - სიხარული.
საკუთარი თავის შეცნობა - უსაშველო აგონია.
საკუთარ თავთან ჭიდილი - ხელმეორედ დაბადება.
მეხსიერება - თვითმკვლელობა.
უვიცობა - წვნიანი ხილი.
საკუთარი თავის ჭვრეტა - სიძულვილი.
საკუთარი თავის სმენა - დაყრუება.
ყოფიერება - არჩევანის მარადიული მარცხი,
ჩენა - ხსნა.
საკუთარი თავის მგვანება - სნეულება...
ჭეშმარიტი სახის სამასი თავის ქალა...
დარჩი შესაძლებლობის საზღვრებში.
იყავ სხვა შენთვის.
საკუთარი თავის გაგება - საკანი.
საკუთარი თავისთვის კითხვის დასმა - მსუყე საუზმე.
საკუთარი თავის პოვნა - მკვლელობა.
საკუთარი თავის ცოდნა - ჯოჯოხეთი.
საკუთარი თავის წარმოდგენა - სამოთხე.