Litclub.ge

ცხოვრება საერთოდ ასეთია (მთარგმნელი: თეა ზაქარაძე)
ამ სახლს ერთი ძაღლი ჰყავდა;
ხუჭუჭა-ხუჭუჭა, სახელად ჩინჩონი ერქვა, მოკვდა.
ერთიც კატა იყო: მავიში,
დაიკარგა.
ოჯახის ქალიშვილი რძალი გახდა,
პატარა ბატონი კლასიდან კლასში გადავიდა.
კიდევ ასეთი მწარე, ტკბილი
რა არ მოხდა ერთი წლის განმავლობაში!
რაც მოხდა, მომხდარი ყველაფერი ასეთია...
ცხოვრება საერთოდ ასეთია!..