Litclub.ge

ჭაობთან (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
მოხეტიალე უკუნეთ ქარში; ჩუმად შრიალებს მშრალი შამბნარი
ჭაობის მწვანე სიწყნარეში. ნაცრისფერ ზეცას
ველურ ფრინველთა მწკრივი მისერავს
შავი წყლების გადაკვეთაზე.

გამოღვიძება. დაქცეულ ქოხში
ხრწნა აშლის შავ ფრთებს.
ქარში ოხრავენ გონჯი არყები.

მწუხრი ტრაქტირში, ყველასაგან მიტოვებულში.
გზა შინისაკენ შეიბურება
ნაზი წუხილით მობალახე ჩუმი ნახირის.