ჩემს სახლს
ვეება ო რ ი ო ნ ი თავს დასდგომია
ბრინჯაოს ჭიშკარივით
შუაში
სამი ლურსმანია ოქროსი
სახლი კი - თოვლს დაუფარავს
დაბალ-დაბალი
უფოთლო ხეებით გარემოცული
რა საწყლად გამოიყურება
ჩემი სახლის ყველა საზრუნავი
ამ უზარმაზარ გაყინულ ცის ქვეშ
რა მკრთალად ბჟუტავს
აწ უკვე ერთადერთი
ოქროს ფანჯარა
თან ისეთი სიცივეა!
იქ კი -
ორიონის ჭიშკრის მიღმა
ჩემი ნამდვილი სახლია
მ ა რ ა დ ი უ ლ ი.