Litclub.ge

* * * ხვლიკი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
ხვლიკი - ბერძნული თეატრონის
კიბის საფეხურებზე

მზეს ეფიცხება

მან სრულებით არ იცის
სად იმყოფება

მე კი - განა მე ვიცი
სად ვიმყოფები?

მე აქ ჩამოვედი
მერე რა?

ხვლიკის მსგავსად

ოღონდ მზე
აშკარად არ მყოფნის.