Litclub.ge

* * * ხვალ მზის ბადეში აფართხალდები (მთარგმნელი: ნათელა ხუციშვილი)
ხვალ მზის ბადეში აფართხალდები,
ის ჩემთვის დადის თევზის საჭერად,
ის არაფერზე არ დამზარდება
და შენ - შემწვარს ან მოხარშულს დაგდებს
თუ მოვისურვე, ჩემს ფანჯარაში.

ხვალ ქარის ნართში გაიხლართები,
ის მარყუჟებს კრავს, ამაგრებს ჩემთვის,
ის არაფერზე არ დამზარდება
და შენ მთლიანად ან დაშლილ-დაფშვნილს
ნაცრად მოგაფრქვევს აქ, ჩემს კარებთან.

ხვალ წვიმის თქეში მოგიგდებს ხელში:
მას შეუძლია დაგაღრჩოს კიდეც,
ის არაფერზე არ დამზარდება
და სუფთად განმბანს უფლის წინაშე
თუ მოვისურვე, რომ სულ შენ გგავდე.

ხვალ მზეს ჩავუქრობ თვალის სინათლეს,
ხვალ გადავისვრი ორმოში ქარსაც
და წვიმას ისევ ზღვაში გადავღვრი,
რადგან მსურს, თვითონ მოხვიდე ჩემთან.