მინდა დავბრუნდე უსაზღვრობაში
ჩემთან,
გაშლილა უკვე ვარდი უჟამო,
უშემოდგომო,
სულის,
მაგრამ დაბრუნება ალბათ გვიანია
ჩემთან ...
ვკვდები თქვენს შორის,
მგუდავთ!
გავიბ-გამოვიბამ
ძაფებს, შემოვივლებ,
არეულობას შევკრავ,
ავირევი და
აგრევთ!
რათა გავიქცე
სულმოუთქმელად
ჩემსკენ!