Litclub.ge

ძველი ტიბეტური ხალიჩა (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
ეგ შენი სული, ჩემი რომ უყვარს,
გადაქსოვია მას ხალიჩად ძველტიბეტურად.

სხივი სხივშიგან,
ნაირ-სწორფერ ფერთა ფერება,

ვარსკვლავები, ერთი-მეორეს
რომ აღელვებენ, ცის მანძილზე, დაუბერებლად.

ტერფები ჩვენი ეხებიან ძირს ძვირფასეულს
უთვალავთვლიანსდათვალშეუვლებადშორეულს.

ტკბილო ლამას ძევ,
მუშკ-ამბრის ტახტზე,
სთქვი, რა ხანია, ბაგე შენი კოცნის ჩემს ბაგეს
და ღაწვი ღაწვთან ათასფერად ჟამებს ატარებს?