Litclub.ge

ამბობენ, რომ ზღვა გულგრილია
ამბობენ, რომ ზღვა გულგრილია, რომ სიყვარული
ვერ ცოცხლობს ზღვაში და მის უდაბურ გულში მხოლოდ
უსიყვარულო არსებობის მლაშე ნაფლეთებს თუ შევხვდებით.
მაგრამ ზღვაში
დიონისეს ხომალდს გარს მხიარული დელფინები ერტყმიან
მათ ძარღვებში მეწამული ღვინო მიედინება
ისინი დახტიან
ზედაპირზე მუქღვინისფერ ცისარტყელებს გამოსახავენ
და მიცურავენ სიამისგან არაქათგამოლეულები
ზღვა კი
ამ პატარა და ბედნიერი დელფინებით
სხეულს სთავაზობს დიონისეს სასიყვარულოდ.