Litclub.ge

* * * გამოტყვრე-დაიძინო მყუდრო პროვინციაში (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
გამოტყვრე-დაიძინო მყუდრო პროვინციაში
წყნარ ტანჯულ პატარა მდინარესთან
და ბოლომდე გაცივდე და დარჩენილი გზა
ცხოვრებისეული
უასაკო მოხუცად
ხველება-ხველებაში
ღუმელზე გაატარო
თან ნეტარ ლუკას უწოდებდე თავს
ჰმ... არის ამაში რაღაც
მომხიბვლელი
არის