Litclub.ge

* * * ჩემი სხეულის რბილ ნაწილებზე (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ჩემი სხეულის რბილ ნაწილებზე
ხალხის წინაშე ვერ ჩამოვჯექი
რაღაცნაირად შემრცხვა
ლაპარაკი არაა იმაზე, რომ ხალხის წინაშე
მეჭამა და მესვა
მე ვნახე ერთხელ როგორ დაჯდა
ჩამოჯდა
ერთი ქალბატონი სკამზე
და ზედმეტი დაძაბულობისგან
გული წამივიდა ლამის