Litclub.ge

კარგია (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
კარგია -
ტყეში შემიძლია წავიდე
კენკრა დავკრიფო
მე კი მეგონა
აღარც ტყეა აღარც ბუჩქნარი.
კარგია -
ჩრდილში შემიძლია წამოვწვე
მე კი მეგონა
ხეებს აღარ შემორჩათ ჩრდილი.
კარგია -
ვინმე შემიძლია შევიყვარო
მე კი მეგონა
ადამიანს აღარ შერჩა გული.