Litclub.ge

ჩემი სხეული (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
ეს გახლავთ ორმოცი წლის
მოშინაურებული ცხოველი
ავსებს ხმაურით
აღებს
გაურკვეველ ხმებს გამოსცემს
გაზაფხული
და საღამოობით
თეთრი ჩიტები
ამობურცული უსინათლო მკერდით
უზარმაზარი თეთრი ჩიტები
ყრანტალებენ ჩემში
და ფრთებს ატლაშუნებენ
მძიმედ.