ბოლოს და ბოლოს, მე რა ვარ, იცით?
მე ვარ საათი მაღვიძარა,
თქვენის სურვილით
მომართული თქვენივე ხელით;
და როცა თქვენთვის საჭიროა, -
გულისხეთქებით
გაღვიძებთ რომ
ძილმა არ დაგცეთ...
და მერე ხშირად,
როგორც მადლობა,
თავში თქვენივე ხელი მხვდება, -
ხმა რომ ჩავიგდო...