ერთ დღესაც ცილინდრს
ორი თითით შეეხო იგი
და ოთახიდან
სწრაფად გავიდა,
კამათს მორჩა.
ფეხს ითრევდა
და ბოლო სიტყვად ასე მითხრა:
გარანტიებს არ ვიძლევიო.
ასე დამტოვა,
სრულიად მარტო
და სიბნელეში
ჩემი სვიტერი
ბურთად დავკუჭე
და თან წავიღე
საძინებელში,
თითქოს ამით
ღმერთს სამყოფელი
გამოვუგონე,
მე ხომ ისა ვარ -
მრეცხავი ქალი,
სუფთას რომ გტოვებს,
მაგრამ არა - გაუთოებულს.
გაღვიძებულს
ოქროს ზოდები
შემრჩა ხელში
სვიტერის ნაცვლად.
მე მთელ მსოფლიოს
დავამარცხებდი,
მაგრამ უიღბლო მეცნიერივით
დავკარგე რუკა.
1974