Litclub.ge
როგორც ყურძნის მარცვალში წიპწა (მთარგმნელი: ჯემალ მჭედლიშვილი)
როგორც ყურძნის მარცვალში წიპწას,
ისე ჩემს მკერდში - მწუხარებას უსადგურია.
და თუ ეს მჟავე ყურძნის მტევანი
გარდაიქმნება სასურველ ღვინოდ,
რატომ ჩემს გულში ჩაკეტილი მწუხარება
სიხარულად არ უნდა იქცეს?