Litclub.ge

ფანქარი (მთარგმნელი: ჯემალ მჭედლიშვილი)
ნაღვლიანია ფანქარი ჩემი...

იგი არასდროს დამშორებია,
წერდა და წერდა ყველა ჩემს ლექსს
და დაიხარჯა მთელი სხეულით.

ოი, ფანქარო, მთლად დალეულო
ჩემი გულისთვის,
ავტოკალამს რომ არა ჰგავხარ,
სიკვდილის წინაც კი არ გსმენია შენ ჩემი ქება...
ჩემო ერთგულო, ნაღვლიანო, კარგო ფანქარო,
ო, როგორ მინდა, რომ მეც შენ გგავდე.