ავადმყოფს
უჩვენებს ნაირნაირ სურათებს:
ხან იახტას, მაცივარს,
სასაცილო ჭიას,
ხან თეთრ ძროხას,
ინდუსთა წმინდანად შერაცხულ ძროხას,
შემდეგ -
უცნაურსა და თითქოს ფრთაშესხმულ ხელჯოხს,
მთლად ცარიელ ბაკანს,
მოელვარეს ფსკერამდე,
შემდეგ -
ბიბლიურ ბრძოლას,
შემდეგ...
ცა აჭრელებულია ლექსებით,
მოხატულია მენატურეებით,
ცაზე დაქრიან დელაკრუას ცხენები,
ცაზე მოჩანს სისხლიანი ნაფურთხის კვალი...
მაგრამ ლოდინით გულზე რომ გასკდე -
ანგელოზს მაინც ვერსად დალანდავ.