Litclub.ge

* * * გავაიმედე ეს სამყარო ლექსების ძალით (მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი)
გავაიმედე ეს სამყარო ლექსების ძალით,
სიტყვის ძებნაში ამა ქვეყნად არა მყავს ცალი.

სრა-სასახლეებს მზე დაფიტავს სხივთა მზვარეში,
გაატიალებს ქარ- წვიმა და ავდრის თარეში,

მე კი ავიგე პოეზიის ძეგლი მაღალი,
ვერრას დააკლებს ქარიშხალი, ჯიქურ ნახალი.

და რადგან სიტყვის თესლები მაქვს მიმობნეული,
აღარ მოვკვდები და ვიცოცხლებ, მარად გრძნეული.