Litclub.ge

* * * მე შევსვამ მთათა სითეთრის შესანდობარს (მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი)
მე შევსვამ მთათა სითეთრის შესანდობარს
დავწურავ ღვინოს მყინვარებიდან ამოხეთქილი
ანკარა წყაროების ზვირთებისგან
რათა ნაჟური შევთავაზო ახლო მეგობრებს
და გული გავუხალისო...
ნურაფრის შეგეშინდება
ადი მაღლა სულ მაღლა
და მეც მიმიწვიე შენს ნადიმზე
თითქოსდა ვიყო საკუთარი თავის მეგობარი
მთათა სითეთრის წყალობით
და შევძლო საკუთარ თავს აწ ჩემს მეგობარს
თვალი თვალში გავუყარო.