Litclub.ge

* * * მე ვიცი (მთარგმნელი: ზურაბ ჯიშკარიანი)
მე ვიცი თუ რატომ ეთამაშებიან
მიწას მოწყვეტილი გზები ფრინველებს.
ჩემთვის კარგად არის ცნობილი
საით კვდება ჯარისკაცი,
როდესაც დაიყვირებს უკანასკნელ სიტყვას.
მისი შინელის თუთიის ღილები
იქცნენ ახლადწარდგენილის
სიმბოლოებად.
ქარის წვრილი ტოტი
ქრის საფლავში
ჯარისკაცი ნეკნების უზარმაზარი მოქნევით
იჭერს საჰაერო ბორბლებს

რომლებიც ატრიალებენ სისხლს სიცოცხლის გასაგრძელებლად.
საერთოდ არ არის რთული - გამოითვალო
წუთში რამდენჯერ უცემს გული მტერსა და მეომარს.
ასევე მინდა გაგიმხილოთ ხერხი
ზეციური აივნების გამოსაკვლევად
მათში მეექვსე დროის ქანქარა
აწყობს მიწიერ თაყვანისცემებს.
მსურს მიგანიშნოთ გზისკენ, რომელიც გიხსნით.