დედისეული ძილბურანიდან უცებ მოვხვდი სახელმწიფოში,
და მის მუცელში მოვიკაკვე,
სველი სამოსი სანამ სულმთლად არ გამეყინა.
დედამიწას და სიცოცხლეზე
მის ტკბილ სიზმრებს ექვსი მილით დაშორებულმა
გამოვიღვიძე ჯოჯოხეთურ საზენიტო ცეცხლში და როცა
მოვკვდი, შლანგით გადამრეცხეს ტყვიამფრქვევის ზედაპირიდან.