ლოთები სულმოუთქმელად ცლიან ჭიქებს, თან იღმიჭებიან, რადგან ჭიქის ფსკერზე, ისევ თავიანთ თავს ხედავენ.
ჭოგრიტივით მომარჯვებული ბოთლების ყელში იხედებიან მუდამ და შორეული პლანეტების მოძრაობას თვალს ადევნებენ.
უფრო გამძლე გონება და დახვეწილი გემოვნება რომ ჰქონოდათ, ასტრონომები იქნებოდნენ.