Litclub.ge

ოცნებები (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ოცნებებს მოეჭიდე მტკიცეს -
როცა ოცნებები კვდება,
ცხოვრება ფრთამოტეხილ ჩიტს ჰგავს,
რომ არ შეუძლია ფრენა.

ოცნებებს მოეჭიდე მტკიცედ -
როცა ოცნებები მიდის,
ცხოვრება უნაყოფო ველს ჰგავს,
დამზრალს თოვლითა და ყინვით.