Litclub.ge

ორთქლმავალი დაძვრისას ქშინავდა...
ორთქლმავალი დაძვრისას ქშინავდა და ქანის აღების შემდეგ მსუბუქად მირბოდა სწორ ლიანდაგზე. ვანო ფანჯარასთან იჯდა გამაზუთიანებული. იქით ზღვა წყნარი იყო, ლივლივა და შორს გემი ჩანდა.
- ნეტა სულ წყალშია გაკეთების მერე? - ჰკითხა ცეცხლფარეშს.
- ჰო, - თქვა იმან და ნიჩბით ნახშირი შეყარა ღუმელში.
- საწყალი სულ წყალშია, თან სასაცილოც არის, არა? ჰა? გააკეთებენ, ჩაუშვებენ, მერე სულ წყალშია, ძალიანაც რო უნდოდეს, ვერ ამოვა, არა? ე!
- ჰო, რა, სულ წყალშია, მა რას იზამს, - თქვა ცეცხლფარეშმა ხმამაღლა. “თორე, დედიშენისამ, შენი მატარებელი ჩამოვა რელსებიდან, თუ არ დაიმტვრა”, გაიფიქრა ცეცხლფარეშმა და მემანქანის ადგილს შურით შეხედა.

[1957წ. მაისი]



შენიშვნები



ეს ნახევარგვერდიანი ნაწარმოები დაწერილია ჟან მარეს ფოტოსურათის უკანა მხარეს (იხ. წინა მოთხრობის შენიშვნა).
ქვეყნდება პირველად.