ძველ დროში ერთმა ხელმწიფემ
სამ მთავარს მისცა სიგელი
სამივე გაავეზირა:
ქურდი,მექრთამე,მლიქვნელი
და როცა მოკვდა ხელმწიფე
ბედოვლათი და სულელი,
ტახტზე ავიდა ჭაბუკი
მეტი დიდების მსურველი
მოაშთო ქურდიც…მექრთამეც
თქვეს საქებარიც უცხოთაც…
სამივეს მოვალეობას
მერე მლიქვნელი უძღოდა