ერთს განშორებულს მშვენიერს მტილსა
ვარდი ჰყვაოდა ნაზად, ნარნარად,
და მისა ახლოს, მწვანით მოსილსა
წყარო მცინარე ურწყვიდა მარად.
გარნა, რა დილა გამოკრთებოდა,
ყვავი ყვავყვავით ვარდზე ჯდებოდა,
და მისა ახლოს ბულბული წყნარი,
ერთს გამხმარ ხესა საწყლად მდომარი,
ნაზად და ნელად მწარედ მოსთქმიდა
და სჭვრეტდა ყვავს , ვით ვარდს სჯიჯგნიდა.
გნრისხებული ვარდის მფლობელი
გარდასჩხაოდა საწყალს ბულბულსა:
„ეგრეთ ცუდისა ხმის მქონებელი
რად არ დასცხრები , რად უხეთქ გულსა
ნარნარად ჩემგან შეყვარებულსა?“
გარნა ბულბული ნაზად და წყნარად
სტვენდა სიყვარულს მარად და მარად.
რა განვაგრძელო ? მამაცმა ტვავმა,
ვითა გულითა , სულითაც შავმა,
გრძლად ვარდთა შვება ვერ მოითმინა.
ყრიანტალითა და ბრჭ ყალებითა
გასჯიჯგნა ვარდი და მსწრაფლ იფრინა.
ვარდიცა დაჭკნდა მიწას გდებითა.
გარნა ბულბული ნაზად და წყნარად
სტვენდა სიყვარულს მარად და მარად....