Litclub.ge

ზითადარის სამართალი
სამანს იქით დასახლებულებს ზითადარი უწესებს სამართალს.

გადასახლებიდან ერთი თვის თავზე თავი ჩამოიხჩო გულქანმა. ზითანდარმა, იმავე დღეს, სამანს იქით გადასახლებულთა ყრილობა მოიწვია ამისათვის საგანგებოდ ამორჩეულ გორაზე და განაჩენი გამოიტანა:

-თავისმკვლელი თავისი ნებით ჰკლავს ღმერთის დიდ ნებას. მასში ჩასახლებულ სიცოცხლეს. ამირომ ის არც ჯოჯოხეთის ღირსია და არც იმ ქვეყნის, იმ ჯოჯოხეთზე ქვემოთ უნდა იტანჯებოდეს!

ზიდანთარის ბრძანებით, სოფლის ქვემოთ, მთის ძირში, იქ სადაც სახნავი მიწები მთავრდება და არაგვის ნაპირზე პატარა შემოღობილი მინდორია, ჩაასვენეს სამანი, რომლის რომლის ქვემოთაც დამარხეს გულქამი.

ცრემლი არავის ჩამოჰგორებია გულქანის საფლავთან. სამანს იქით დასახლებულნიც აღმა აუყვნენ მთის ფერდს, ქვემოჩჩჩთ კი გულამომჯდარი პატარა მინდორი დარჩა, რომელსაც ზემოდან ზითანდარის ბრძანებით დაცემული სიპის სამანი სდარაჯობდა და ქვემოთ, სულ მუდამ შავსამოსიანი, ბუნების ცოდვით გულგასენილი შავი არაგვი_ეგ ერთადერთი მოტიტალი ყველას სიკვდილისა. სინანულის ზარები რეკავდნენ ამ ამბის გამგონე შუღლაის გულში, მაგრამ სამანს იქით მყოფ ხალხს ვერ დაუშალა გულქანის მთის ძირში დამარხვა. სამანს იქით არ სჭირდა მისი ძალა, იქ ზითანდარს გამოჰქონდა სამართალი.