Litclub.ge

ო, გულო ჩემო
ო, გულო ჩემო, 
უგალავნო ქალაქივით 
დაუცველო და ფარღალალავ, 
ნუღარ ეტყვი, ვით გენატრება, 
ქარს წინ ნუღარ გადაუდგები, 
დაე, იქროლოს, 
უსულო და უსაქმური 
სიტყვები გზა-გზა ჩამოარიგოს, 
რაც სურს, ის არ თქვას, 
რაც არ უნდა, ის გაიგონოს, 
ნუ დაუძახებ, 
ნუღარ ეტყვი, 
რომ ცოცხალი ხარ!