ლევან გოთუას რომანებში, ნარკვევებში, მოთხრობებსა თუ ჩანახატებში გალაღებული სიტყვის წყაროა დაუშრეტელი. ყოველ სტრიქონში თუ აზრში ჩაქსოვილია საქართველოს მძიმე წარსული, ფიქრები აწმყოსა და იმედიან მომავალზე. მათში ბევრია სიტყვათქმანი, ბრძნული გამონათქვამი, ცხოვრებისეული ფაქტისა და განცდის სიღრმე, ანდაზები თუ არაკები.
ლევან გოთუას დამ – ქალბატონმა თამარ გოთუამ ამოკრიფა ეს სიტყვათქმანი და მოგვაწოდა ჩვენ, ქართველ მკითხველს, რათა უფრო ღრმად ჩავწვდეთ მწერლის ეროვნული მადლის საუნჯეს და გავითავისოთ იგი.
ადამიანი, რომელიც არ იცნობს თავის მშობლიურ მიწა-წყალს, არ არის ღირსი ამ მიწა-წყლის.
***
ადამიანის სილამაზე ახალი წიგნივით არის, ვიდრე არ ჩაწვდები, მისი სამყარო შეუმჩნეველი გრჩება.
***
ადამიანს იმედზე უკეთესი მეგობარი არც ჰყოლია, არც ჰყავს და არც ეყოლება.
***
ადამიანს თუ მაღალი ზნეობა და აზრი არ ასულდგმულებს, მას აღარაფერი უანგარო არც ამოძრავებს.
***
ახალგაზრდობა ხომ ხმამაღალი ნაპერწკალა ფიქრია და ახალი შემართება.
***
არაფერი ისე არ ძველდება ცხოვრებაში, როგორც გაზეთები და ჭინჭები.
***
არაფერი ისე არ ვნებს ახალგაზრდობის ნიჭს, როგორც ნაადრევი ადვილი წარმატება.
***
არავითარი ბედნიერება არც მწადს და არც მწამს, უკეთუ ჩემი სამშობლოს ხარჯზე იქნება.
***
ავი თუ კარგია ჩვენი საჭირისუფლოა. ვითმინოთ ვიდრე სათმენია! შევაგონოთ-შესაგონებელი! ვამხილოთ-სამხილებელი! დავგმოთ ორპირმაყარნი, მენახევრენი, ასეთნი დიდ, საჭირბოროტო საქმეს ვერცერთ დროში ვერ უთავებენ, ან სულ ცუდი უნდა იყოს ძალისმყრობელი, ან სულ კარგი! მაშინ დაიძრება საქმე ან ავსა, ან კეთილ გზაზე. ხმელ-ნედლი ჯირკვი კი, არც საცეცხლედ ვარგა და არც სანერგედ.
***
ახალ ნამყენს პირველ ნაყოფს სამწარით ნუ დაიწუნებენ, ბრძნულად იცადე.
***
ადამიანის გულმა კი, ვინ მოსთვლის, რამდენი შეცდომა უნდა გადალახოს, ერთხელ, რომ დიდი სიმართლე გამოიღოს, ამიტომ წკვნილი მარგალიტი ვეძიოთ, თანდაყოლილი მრავალმანკი და ცხონრების ბილწი ნალექი ვრეცხოთ.
***
ახალმიზეზის გარეშე შეცვლილი მეფური სატყვა, ან სიბრძნის სისუსტეა ან ნების.
***
ასეთია ადამიანი-გულით თავისი უნდა, სხვისას კი ეძებს, ეპოტინება.
***
არც რაი ყოფილა სამშობლოზე უტკბილესი და არც ყოფილა საქართველოსი ან ნაკურთხი მხარე კავკასიის ჩრდილოეთით.
***
არის კეთილი სიბრძნე, მაგრამ იგი უფრო ხშირად ამაოა!. და კიდევ არის ავი სიბრძნე. ყველა ქვეყნის დამპყრობელნი ამას უფრო მისდევენ... იგი ნაღდია მუდამ, ამ ავსიბრძნისაა ,,გახრწენ და გადმოიბირე’’. არ დაინდო ზნემაღალი მტერი. იგი უფრო საშიშია, სხვას ან იყიდი, ან შეაშინებ და ყველაფერში გამოიყენებ. ზნემაღალი კი უკვე გმირია და ვაითუ, მას კიდევ სიმარჯვე და გონება ახლავს. უზნეო კი თუნდაც მტერი შენი ბუნებრივი მოკავშირეა.
***
არც ღამე უყვარს ქართველს და არც ღამით ძილი, მიზეზს კი ყოველთვის პოულობენ. ღამეს უთევენ ავადმყოფს და მიცვალებულს, რამეს ათევენ ქორწილში და ნათლობაში. ყოველ ხატსა დრესასწაულს ხომ თავისი ღამის სათევი ახლავს. არც უმიზეზო ღამის თევას ერიდებიან, ყოველი დიდი ლხინისა თუ მცირე არიფანის დროს. ვგონებ, ქართველთ დღისით, მზისით უფრო მეტი სძინავთ, ვიდრე ღამით და მთვარით.
***
არის საქმე, რომელსაც ბოლო არ უჩანს, მაგრამ მაინც უნდა აკეთო და აკეთო, საბოლოოდ მაინც გამოიტანს მწიფე ნაყოფს.
***
არის წიგნი – მეგობარი, არის წიგნი მასწავლებელი, მაგრამ არის წიგნი მშობლიური ქვეყანა. მაგალითად ,,ქართლის ცხოვრება’’. მაგალითად ,,ქართლის ცხოვრება.’’ იგი გადაშლილია ქართული ისტორიის კათედრიდან. ძველსა და ახალ გზებსა და დაბა-ქალაქებზე, ბაღ-ვენახებში, მრავალ ძეგლოვან მთა-გორაკებზე . . . თვით მიუვალ კლდეებში ამოკვეთილ ქვაბულებში.
***
არაბუნებრივი და არაჩვეულებრივი უნდა მოიმოქმედო, შვილის სიყვარული ადვილია, ეს ყველას მოსდგამს. იქნებ არც შვილის შეძულებაა ძნელი, ასეთებიც არიან. აი, გულის არსებით გიყვარდეს და გასწირო, გაიმეტო, გულიდან ამოიგლიჯო, აი ეს არის ძნელი მრავალზე მრავლისათვის, შეუძლებელიც, მაგრამ ჩვენ ხომ შეუძლებელიც უნდა შევძლიოთ, რომ მამულის მთლიანობა დავიბრუნოთ. დანაწევრებული საქართველოს შვილებს ნუთუ გულიც დაგვიკნინდა და დაგვინაწევრდა, თავგანწირვა დაგვავიწყდა. მაშინ როგორღა იარსებოს ერმა, თავგანწირვა ადვილია, შვილის გაწირვაა ძნელი.
***
ადამიანურობას ნურც მე მომკითხავთ, ხოლო ადამიანობას ნურც მე წამართმევთ და ნურც თქვენ დაკარგავთ. ამა ქვეყნის ზლიერება წარმავალია, როგორც შიშით შექმნილი სიყვარული.
***
არაფერი არ არის ისეთი ადვილი, როგორც რჩევის მიცემა და არაფერი არ ყოფილა ისეთი ძნელი, როგორც სხვისი რჩევით დიდი საქმის მოგვარება.
***
ბედნიერ მონობას უბედური თავისუფლება მაინც სჯობია.
***
ბატონები იცვლებიან, ხოლო სამშობლო იგივე რჩება.
***
ბავშვობაში ნასვამ წყაროსთანა საოცნებო და გემრიელი არც რა ყოფილა დედამიწაზე.
***
განა მარტო ომი უნდა იცოდეს მოქალაქემ-მეხრეობაცა და გუთნისდედობაც.
***
განა მარტო შვილის გაჩენაა თავდადება, მათი დაცვაც და მათ მაგიერ სიკვდილიც.
***
გული ან დარდით ან დიდი სიხარულით უნდა იყოს სავსე, რომ სხვასაც სასიკეთოდ აუჩქროლოს გული და სული.
***
გრძელ, უზრდელ ენას დიდი ცხვირი კიდევაც სჯობია.
***
დედამიწაზე არასოდეს არავითარი საიდუმლო ბოლომდე არ დაფარულა.
***
დაბადებისა და ცხოვრების ყადრი დედაკაცებმა უფრო იციან, ბრძოლისა და სიკვდილისა კი მამაკაცებმა.
***
დიდ გასაჭირში ძალას მოიპოვებს ერი.
***
დამარცხებული მუდამ მტყუანია.
***
დარდიან გულზე შრომა უდიდესი ნუგეშიც არის.
***
დრო უხმაუროდ მიემართება, მარტო ბობოქრობს სიცოცხლე.
***
ერის უკვდავებას ბუნებითა და მოწოდებით ქალი უფრო ემსახურება. ერის დიდება კი მამაკაცის ასპარეზობაა.
***
ერთხელ არეულს ათჯერ დაწყობა სჭირია. ერთ ამრევს აღარც ათი დამწყობი ჰყოფნის.
***
ვინც ქვეყანას ჭირისუფლობს, თავის თავს აღარ ეკუთვნის.
***
ვიდრე კაცი ცოცხალია, მუდამ არის თითო გამოსავალი.
***
ვაჟკაცობა გლოვაში უფრო სჩანს, ვიდრე ლხინში
***
ზნეობა რომ უმტყუნებს ადამიანს, ზოგი მამასა ჰკლავს, ზოგი შვილს ჰყიდის.
***
ზოგს ტანის სამოსი ტანის სიშიშვლის დასაფარავად ჰგონია, მან რა იცის, რომ ზოგი სწორედ ჩაცმით ,,შიშვლდება’’, თავის სულიერ სიღატაკეს ამჟღავნებს.
***
თავი არ დაგავიწყდეთ, თავი იგი ყველგან ყველასთვის საჭიროა.
***
თუ შენთვის არ შეგიძლია სიცოცხლე და სიხარული, სხვისთვის მაინც შეძელ, შეეცადე მაინც.
***
იჭვიანი კაცი იჭვმიტანილის შემდეგაც იჭვიანია.
***
ისე უნდა სწერო, სარკეს ესროლო და მიზანს ხვდებოდე.
***
იმედიც კარგია, როცა ცხოვრებას სულ თავიდან იწყებ.
***
კარგი გამბედაობა არ აკლია ახალ თაობას, მაგრამ ზოგს ცუდი გამბედაობაც დასჩემდა.
***
კაცის მოწონება ჯერ კიდევ არ ნიშნავს აზრის მოწონებას.
***
კაცად კაცმა ისე უნდა გალიო ცხოვრება, სიკვდილის შემდეგაც არ შეგრცხვეს ულვაშებზე ხელის გადასმა.
***
კაცი არც ორკოვზიანი ვარგა და არც ორპირი, არც ორ სკამზე მჯდარი. ქვეყნად შენი წილი მუდამ მოიპოვება, მაგრამ სადაც მადლყ არ დაგითესია შენ კოვზს ნუ გამოაჩენ, რასაც დასთეს, კოვზი გულის კოვზზე მოგიკაკუნებს.
***
ლაშქარი მწევარივით ოდნავ მშიერი უნდა იყოს, გალაღება და აღლუმ-ნადიმი კი გამარჯვების შემდეგ უნდა.
***
მამაკაცს რაღაცა უნდა უსაშველოდ სტკიოდეს, რომ ტავდავიწყებით შეიყვაროს ვინმე.
***
მთამსვლელებსაც აქვს თავისი წეს-კანონი-ვინც ყველაზე ძნელ და სახიფათო
მდგომარეობაშია – პირველი სიტყვაც მას ეკუთვნის.
***
ნებივრობა დედაა ცდუნების და ბებიაა უზნეობის.
***
ომში გამარჯვება ყველაფერს ფარავს.
***
პირველი ტყუილი პირველ სიყვარულზე ძნელი ყოფილა.
***
სპილოს სპილოზე ნაკლები ყველა ჭიანჭველა ჰგონია.
***
სილამაზეს ჩვენშიაც მუდამ ბევრი მოტრფიალე ჰყავს. ეს იქნებ ერთადერთია, რაც ოდითგანვე უცვლელი გვრჩება, ყველა თაობის ცეცხლი და ყინული ჩამოიარა.
***
სახელი არსებითი სახელია და მას თავლის ჩინივით მოვლა და პატრონობა სჭირდება. ერიდეთ სახელის გატეხასა და გაჭუჭყიანებას.
***
მოსახდენი უნდა მოხდეს და მაინც ზეგ უმჯობესია, ვიდრე ხვალ, ხვალ კი უმჯობესია, ვიდრე დღეს, ხოლო განწირულთათვის ერთხელ მზის მობრუნების ჟამიც საუკუნეა.
***
მამაკაცების დამალულ გრძნობას მუდამ უჩანს ბოლო კიკინა.
***
მთავარი სათქმელი ,,თავისი ცხოვრებისა’’ – ცხოვრებაშივე უნდა თქვას კაცურმა კაცმა.
***
მამაკაცებს ომი და ლაშქარი თავის კუთვნილება მამაპაპური ხვედრი სატრაბახო ჰგონიათ. დედაკაცები ლაშქრად რომ დადიოდნენ, იქნებ აღარც იყოს ქვეყნად ომის სინსილა.
***
მიწის ღიმილია წყარო, იგი ავსებს ,,ზღვებსაც და იმედსაც’’
***
საქართველოში კლდისა და ადამიანის ურთიერთობას დიდი წარსული აქვს. ამის უტყუარი დასტურია, მრავალი ათასი გამოქვაბული, ქვაბ-ციხე, ქვაბ-სახიზრები, ქვაბ-სასახლენი, ქვაბ-ქალაქები, ქვაბ-სენაკები, ქვაბ-საგანძურები, ამას შეემატა ქვაბ-ელსადგურებიც... სცანს ,,ქვაბი’’ ქართული ეროვნული ხასიათისა და ყოფის ბრალია.
***
სხვა თაობა მოვიდა, ჩვენივე აღზრდილი, ზოგი კარგი, ზოგი კი ცუდი და ახლა მათაც ვაცალოთ. თავისი დრო და ადგილი აქვთ, თავისი მიზნები და მისწრაფებანი თავისი აუცილებელი და აუცდენელი შეცდომები, თავსატეხი გზით მისაღწევი სიბრძნე. თავისი ახალთაობური ზნეობაც გააჩნიათ ან არ გააჩნიათ,