იოსებ თბილელი (გვარად სააკაძე) (*1620 - † 1688), ქართველი საეკლასიო მოღვაწე, პოეტი; თბილისის მიტროპოლიტი. გიორგი სააკაძის ძმისწული.
აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების განსამტკიცებლად. დაიღუპა როგორც გიორგი XI-ის მომხრე განდგომილ არაგვის ერისთავთან ბრძოლაში. მის პოეტურ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული პატრიოტული ეპოსის თვალსაჩინო ძეგლს - პოემა "დიდმოურავიანს" (1681-1687), რომელიც უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ამსახველი გმირული ეპოპეაა. იოსებ თბილელმა ხოტბა შეასხა დიდ მოურავს გიორგი სააკაძეს; ამავე დროს გამოკვეთა საზოგადოებრივი აზრი საქვეყნო გასაჭირზე. ერის ტკივილი და საწუხარი საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანა. "დიდმოურავიანი" მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროცაა. იგი პირველად პ. იოსელიანმა გამოსცა 1851 წელს. იოსებ თბილელს ეკუთვნის აგრეთვე სასულიერო შინაარსის თხზულებები: "ცხოვრება და მოქალაქეობა ალექსი კაცისა ღმრთისა", "წმინდანთა კრებათათვის", "ქება და წამება წმიდისა მარინასი, თწმული შაირად"; აგრეთვე "ანბანთქება". იოსებ თბილელი ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი გამგრძელებელია (დაურთო 67 სტროფი). მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის სიონის ბიბლიოთეკის დაარსება, რომლისთვისაც იოსებ თბილელს მრავალი ხელნაწერი წიგნი შეუძენია.