ორხევში მეცხვარეები
სანგალსა ხვევენ ცხვრისასა;
ერთი მოყმისას ამბობენ,
ხავილს გაჰყვება შვლისასა,
გადმაეშლება ლეკები,
გულს ვერა ხედვენ ყმისასა -
თორმეტთა შუა დაბრუნდა,
პირს დაიბრუნებს მგლისასა...
ჭარში გაკვირდენ ლეკები
ცდას ხუტათ ქავთარისასა,
თოფის სიმართლეს უქებდენ,
ნაჭრევსა ფრანგულისასა,
თიანეთს - თიანელები -
ცოდვა-ბრალს მაგის დისასა, -
შამასდგომიყო ჭალასა,
გულზე იყრიდა ქვიშასა.