Litclub.ge

* * * მიაპობდი მკერდით მღვრიე ზღვას
მიაპობდი მკერდით მღვრიე ზღვას
(ბედი მუდამ გექცეოდა მკაცრად).
შენ ყოველთვის ახარებდი სხვას,
ჯვარცმა გერგო - სიხარულის ნაცვლად...
ბედდამწვარო, გულს უღმერთოდ მტკენ,
უიღბლობას ჩემს მავიწყებ სულაც!
ვეღარაფერს ვეღარ შველი შენ,
ვენაცვალე: შენს გაძლების უნარს!!!