Litclub.ge
* * * წილად მხვდა ატანა ჯვარცმის
დათოს ხსოვნას
წილად მხვდა ატანა ჯვარცმის,
უშენოდ სიცოცხლე ჭირს.
წვიმაა... შენს საფლავს აწვიმს,
ჩემს გულშიც უღმერთოდ წვიმს...
ტკივილი არაქათს მაცლის,
მერედა, შევჩივლო ვის?
წვიმაა... შენს საფლავს აწვიმს,
ჩემს გულშიც უღმერთოდ წვიმს.