Litclub.ge

* * * აღარ მჭრდება ახსნა, მტკიცება, ფიცი
აღარ მჭრდება ახსნა, მტკიცება, ფიცი,
რატომ დამტოვე, რატომ წახვედი შორს;
ჩემს მწუხარებას ვერ იზიარებ, ვიცი,
გარეთ თოვლია... გულშიც უღმერთოდ თოვს!
ფიქრში წასული პირქუშ მიდამოს ვუმზერ,
ბედი ოხერი მსახვრალ განაჩენს წერს...
დიდად არც ადრე გეხატებოდი გულზე,
ახლა საერთოდ აღარ მაშველებ ხელს!