დათოს ხსოვნას
შენც წახვედი... გულში გაჩნდა ბზარი...
გვერდით მდგომიც აღარ დარჩა ვინმე.
უნდა ვზიდო ჩემი მძიმე ჯვარი,
ჩენი ჯვარიც უნდა ვზიდო, მძიმე!
მზე მიმქრალა ბინდით მოცულ ცაზე,
ხვალ-ზეგ რამე შეიცვლება ვითომ?
რომც დავეცე მტვრით დაფარულ გზაზე:
ჩვენი ჯვარი მაინც უნდა ვზიდო!!!