Litclub.ge

* * * თუმცა მარად ჩემთან არის ღმერთი
თუმცა მარად ჩემთან არის ღმერთი,
ვერსად ვეღარ ვიმალები ცივ ქარებს...
შენზე რომ ვთქვი, პოეტია-მეთქი,
თურმე შევცდი, მართლა მაგრად მივქარე!
ძველებურად ვეღარ მზეობს მზე დღეს,
თხოვნა იქცა - აჯად, ხვეწნად, მუდარად!
განსაცდელის ჟამს რომ გვერდით მედგეს,
პოეტს ამის შეხსენება უნდა რად?!