Litclub.ge
* * * ვიცი, ურჩევნია ასეთ ყოფას
ვიცი, ურჩევნია ასეთ ყოფას
შუბლში ტყვია ჰქონდეს დახლილი...
თუმცა დაღლილობა არც ეტყობა,
ამბობს: უღმერთოდ ვარ დაღლილი!
... ვეღარც თანადგომა ვნახე თქვენში,
რწმენის დრომ დალეწა კარავი...
მართლა რომ ვიჭედო საფეთქელში
ტყვია, მომშლელი ხართ არავინ!