ძმაო, ლექსებს კვლავაც სისიხლით ვწერ,
ჩვენში დარჩეს, ერთი რამე მიკვირს:
ვნების ჯვარზე გაგაკრავენ ჯერ,
მერე დაფნის დაგადგამენ გვირგვინს!
ვერაღ ვძლიე გულში მბორგავ ქარს,
ვცადე, მაგრამ ვერ დავძარი მთები...
დალოცვილო, თუნდაც მაცვი ჯვარს,
ოღონდ აღარ დამიკეცო ფრთები!