Litclub.ge

* * * ცივი გული აღარაფრით თბება
ცივი გული აღარაფრით თბება,
თანადგომა ზღაპარია! - არც ველი...
ცხოვრებაში ერთხელ მეგრძნო შვება,
ერთხელ მაინც დამდგომოდა საშველი!
ქვეყანაზე რაში მქონდა ბედი,
თავად ბედმა ბევრჯერ გადამიარა...
ღმერთო, აღარ შემიძლია მეტი,
აღარმინდა ყოფნა ადამიანად!