მძაფრი ტკივილით რად დამარბიე,
რატომ ჩამიქრე წმინდა სანთელი?
ჩემო კეთილო, მიქელ-გაბრიელ,
უნდა გულწრფელად გითხრა სათქმელი!
შენი წყალობით ბევრჯერ დავცალე:
შხამით ბოლომდე სავსე ფიალა...
სულის ამოთქმაც აღარ მაცალე,
ვეღარ განკურნა ლექსმა იარა!
ბედი ყოფილა ეკლის გვირგვინიც,
ჟამი უჟამო მიჰქრის, მიღელავს...
მანამ მომცელავს ცელი სიკვდილის,
ვამბობ სიცოცხლის უკვდავ სიმღერას!!!